თეგებით ძიება

"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

„კერძოდ: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქის გ.ც. -ს მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა, ასევე საქართველოს მოქალაქე კ.ჩ. აღნიშნული მოქალაქეების ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 112 კაფსულა და 148 აბი, ასევე სპეციალურ შეფუთვებში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა