თეგებით ძიება

2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლამდე ქვეყანაში არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

კობახიძის განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება.

„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა