თეგებით ძიება

ბერი დააკავეს - ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებლი სასულიერო პირი, წალკის მამათა მონასტრის ბერი მამა ანტონია( ერისკაცობაში გიორგი მაისურაძე). ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არხის ცნობითვე, ინფორმაციას ოფიციალურად ამ დრომდე არავინ ადასტურებს, თუმცა წყაროს ცნობით, მაისურაძის გარდა, დანაშაულში კიდევ 2 პირი ფიგურირებს, თუმცა დანაშაული თავის თავზე მხოლოდ სასულიერო პირმა აიღო.

გარდა ამისა, ერთი ვერსიით, მაისურაძე ეკლესიიდან წლების წინ განკვეთეს, მეორე ვერსიით- ის ამ დრომდე მსახურობდა მონასტერში.

არსებული ინფორმაციით, შსს-მ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერებიც ამოიღო.

შეგახსენებთ, მკვლელობა ბორჯომში 6 აგვისტოს მოხდა. მოკლულია ლევან ნამგალაძე. ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა