თეგებით ძიება

ასე როგორ შეიძლება საკუთარი ქალაქი გძულდეთ - კახა კალაძე ოპონენტებს მიმართავს

ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!, - ასე მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე ოპონენტებს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ცილისწამება მოიმატებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული საქმეებითა და პროექტებით უპასუხებს.


„გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!


ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი. ამ ბრძოლაში ვიყავი და ვარ უკომპრომისო. ნაგვის გატანა ღირსეული საქმეა და ამას აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებთ. ყოველთვის დავუდგებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გვერდით. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ის მეთოდები, რასაც თუნდაც თქვენ ჩვენთან მიმართებაში იყენებთ. ჩვენ დავდგებით ყველაფერზე მაღლა და იმ ბოროტებას, სიბინძურეს და ცილისწამებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო მეტი იქნება, ამ ყველაფერს კონკრეტული საქმეებით – გაკეთებული, განხორციელებული პროექტებით და სამომავლო გეგმებით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა