თეგებით ძიება

თალიბებმა ერთი ჟურნალისტი მოკლეს, მეორე მძევლად აიყვანეს

Khaama Press იფორმაციას ავრცელებს, რომ ავღანეთში რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ერთი ჟურნალისტი მოკლეს, მეორე კი მძევლად აიყვანეს.

Khaama Press - ის ცნობით მოკლულია რადიო Paktia Ghag-ის მთავარი რედაქტორი ტუფან ომარი, მას ქაბულში დაესხნენ თავს. მეორე ჟურნალისტი, რადიოსადგურ Boost-ის მთავარი რედაქტორი ჰელმანდის პროვინციაში გაიტაცეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად "თალიბანი" ჰელმანდის პროვინციის ყველა რაიონს აკონტროლებს და ამჟამად ბრძოლები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ლაშქარგაჰი ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად "თალიბანი" ჰელმანდის პროვინციის ყველა რაიონს აკონტროლებს და ამჟამად ბრძოლები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ლაშქარგაჰი ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა