თეგებით ძიება

"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები


"ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება" - შანაი ბრუკის მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები
30 ივ­ლისს თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­ო­რე დღეს ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სურს ას­წავ­ლი­და, მთაწ­მინ­დის ფერ­დზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

შა­ნაი ბრუ­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნა­ის ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რის დროს მე­გო­ბარ­მა შა­ნა­ის სი­ტყვე­ბი გა­ი­გო­ნა: "გთხოვთ, გა­მიშ­ვით, უბ­რა­ლოდ გა­მიშ­ვით".

"რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, ასე ვთქვათ, "ნა­ო­მა­რია" და ნა­ჭი­და­ვე­ბი. მას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. არ ვიცი, სა­ი­დან გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ გო­გო­ნას სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აქვს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ქალი სხვა ად­გი­ლა­საა მოკ­ლუ­ლი და მე­რეა იმ ად­გი­ლას ჩაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლი გვა­მის გა­და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, ამი­ტომ ჰქონ­და მას ტო­ტე­ბი ზე­მო­დან დაყ­რი­ლი. ისიც იკ­ვე­თე­ბა, რომ გო­გო­ნა იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მოკ­ლუ­ლი, ანუ არც ისე შორს იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც მისი გვა­მი იპო­ვეს.

და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და მკვლე­ლო­ბის ია­რაღს რაც შე­ე­ხე­ბა, რა­ი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კი არა, მა­ღა­ზი­ა­ში რომ იყი­დე­ბა, "პლასტმა­სის" ტა­რი­ა­ნი და­ნით აქვს კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ეტყო­ბა, თავ­დამ­სხმე­ლი აში­ნებ­და და ეჭი­და­ვე­ბო­და, ის კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და. ქალს ხე­ლის თი­თე­ბიც და­სე­რი­ლი აქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ ჰგავს და­გეგ­მილ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ მკვლე­ლო­ბას. მსხვერ­პლს არც თა­ვის და არც გულ-მკერ­დის არე­ში არ აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

შსს ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, სსკ-ს 108-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შა­ნაი ბრუ­კის კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­მო­კი­თხეს. ბრუ­კის მე­გობ­რის ად­ვო­კა­ტის, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ყვე­ლა, ვინც ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს იც­ნობ­და. შსს სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა