თეგებით ძიება

თბილისში 38 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში 38 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ის მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. ბრალდებული, წარსულში ნასამართლები 36 წლის კაცი, პოლიციამ უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს — 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება", — ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა