თეგებით ძიება

20 - მდე მიყენებული ჭრილობა - სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები

ახალი დეტალები ნაძალადევის რაიონში დაჭრილი ახალგაზრდა ქალბატონის საქმეზე. კაცი, რომელმაც ქალს სავარაუდოდ 20 ჭრილობა მიაყენა, დავით დავლიძეა.

დავით დავლიძე დაზარალებულის ნაცნობია, სავარაუდოდ, კონფლიქტის ნიადაგზე 36 წლის დვალიძემ ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ბრალდებული მიიმალა.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილი ქალი ოთახიდან თავად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"გოგონა წაიყვანეს გონებადაკარგული. ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გადაიყვანეს საავადმყოფოში. დასვრილი იყო სისხლში,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

პოლიციამ ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა