თეგებით ძიება

ბათუმში, მამას 15 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

ბათუმში, კაცს, რომელსაცხ 4 შვილი ჰყავს, საკუთარი 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას პროკურატურა ედავება.

"ბათუმელების" ინფორმაციით, საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს.

„მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.

დაზარალებულად ცნობილი მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია.

ბრალდებული კაცი ჩაქვში ცხოვრობდა 4 შვილთან და დედასთან ერთად, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.

ადვოკატის თქმით, დაზარალებულად მიჩნეული გოგო სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადიოდა, პოლიციას კი, მოზარდის მეგობრის დედამ მიმართა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და უშუალოდ მოისმინა მოზარდისგან ამის შესახებ.

„მე ვერ ვისაუბრებ მოწმეებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენც გვყავს მოწმეები…

რეალურად მამა უზღუდავდა შვილს თავისუფლებას, გოგოს თავისუფლება უნდოდა, წავიდოდა სახლიდან უკითხავად და რამდენიმე დღე აღარ მოდიოდა, ამის გამო ჰქონდა ჩხუბი მამას შვილთან, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ძალადობას და მუქარასაც არ ჰქონდა ადგილი… ბებიაც უზღუდავდა გოგოს უკითხავად წასვლას და არც უჯერებდა უფროსებს,“ – ამბობს ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია.

გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია დაზარალებული გოგოს დედას.

„მასთან კონტაქტზე არავინ გასულა, როგორც ვიცი, დედას არც აქამდე ჰქონდა შვილებთან კონტაქტი, მას შემდეგ, რაც ის თურქეთში წავიდა,“ – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, თეიმურაზ ნასარაია.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნიეს და ასევე სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ყველა მოწმეს, მათ შორის, დაზარალებულს მოუსმენს სასამართლო სხდომაზე.

„დაახლოებით 60-მდე მოწმეა დასაკითხი, თუმცა გამოძიება ძირითადად ეყრდნობა დაზარალებული გოგოს ჩვენებას,“ – დასძინა ადვოკატმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა