თეგებით ძიება

მამა საკუთარი შვილს, სისტემატიურად წლების განმავლობაში აუპატიურებდა - უფლებადამცველი

შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ჩაქვში მამაკაცი დააკავეს.

15 წლის არასრულწლოვნის ინტერესებს, ფონდი "ალქანი" იცავს.

"მოზარდი სხვა არასრულწლოვნებმა მოიყვანეს ჩვენთან ორგანიზაციაში, იმიტომ რომ არსად წასასვლელი არ ჰქონდა, იყო ქუჩაში და აპროტესტებდა სახლში დაბრუნებას. ბავშვი ყვებოდა, რომ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის შედეგებს ველოდებით სასამართლოდან - ამბობს თაკო აბაშიძე

ბრალდებული მამა დანაშაულს უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს, მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა თუმცა სასამართლო სხდომამდე მას ვერ გაასაჯაროებენ,ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა