თეგებით ძიება

პოლიციელის მტკიცებით, სამსახურიდან გაუშვეს, რადგან მისი სიძე კახა საბანაძის მეგობარია - პოლიტიკური დევნა?

პოლიტიკური დევნა - შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელის, თამაზ ჯოხაძის განცხადებით, პოლიციიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი სიძე - გიორგი მეზვრიშვილია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი.

"ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან - რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სულ ერთია. დაწერე პატაკი, რომ ოჯახური პირობების გამო მიდიხარო. 3 შვილი მყავს, ესენი შემინახავენ ოჯახს?.

ახლა უნდათ, მეც იმის გამო გამიშვან, რომ გიორგი მეზვრიშვილი ჩემი სიძეა". - ამბობს თამაზ ჯოხაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა