თეგებით ძიება

"არ გაბედოთ თავდამსხმელების გამოშვება" - ვახო სანაია

დღეს, 13 აგვისტოს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ვახო სანაია წერს, მოსამართლემ შეგნებულად გააჭიანურა განაჩენის გამოცხადების პროცესი.

"პარასკევს,11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება. ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს. არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება!

ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე. 11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან", - წერს ვახო სანაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა