თეგებით ძიება

ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს

ზესტაფონში მოხუც ბებიაზე ძალადობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს.

82 წლის ციალა ქათამაძე ამბობს, რომ 30 წლის ზვიად ცერცვაძე სრულიად უმიზეზოდ სცემს და უყვირის, სარგებლობს მისი საპენსიო ბარათითაც.

ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ იცოდა სოფლის გამგებელმაც. მისი თქმით, პოლიციას ერთხელ უკვე შეატყობინა და ზვიად ცერცვაძე გაფრთხილეს. გამგებელმა ისიც იცოდა, რომ შვილიშვილი ბებიის პენსიის ბარათით სარგებლობდა. აკაკი მახათაძის თქმით, ციალა ქათამაძეს თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ მოხუცმა უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა