თეგებით ძიება

მოკლულების გარდა არიან დაჭრილებიც - თელავის სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

ორმხრივი სროლა და სისხლიანი გარჩევა კახეთში - ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაიჭრა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ისინი ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ტელეკომპანიის ცნობითვე, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზვიად ზვიადაური და მისი თანმხლები პირია, ხოლო მესამე გარდაცვლილი მოპირისპირე მხარეს მყოფი ერთ-ერთი მამაკაცია, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა.

როგორც ირკვევა, დაცხრილული მანქანის საჭესთან, რომლითაც აწ გარდაცვლილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი იჯდა.

გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა