რაჭაში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს
ამბროლაურში 22 წლის ბიჭი დაჭრეს. რა გახდა რაჭაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.