თეგებით ძიება

"ცოცხალი ვარ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ მძინავს და გავიღვიძებ ახლა ამ ჯოჯოხეთური სიზმრისგან!" - ეკა ბალანჩივაძე

დი­ზა­ი­ნე­რი, ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას დეპრესია დაეწყო. დიზაინერი საზოგადოებას კოვიდაცრისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდევს.

"გული სადღაც თავისთვის ჩუმად ძგერს უკვე,ცოცხალი ვარ მაგრამ განცდა მაქვს რომ მძინავს და გავიღვიძებ ახლა ამ ჯოჯოხეთური სიზმრისგან! დეპრესია მაქვს საშინელი,დავიწყე ანტიდეპრესანტების მიღება,მაინც არ მშველის,ტელევიზიას ვცდილობ არ ვიყურო,ვაიგნორებ ყველა ცუდ ინფოს,მგრამ ...ვეღარ ვეღარ ვუძლებ და ვერც თავს ვიტყუებ რომ ყველაფერი კარგად არის! არ არის კარგად,ვერ ვართ კარგად რადგან ჩვენმდე მოაღწევს თუ არა ეს ვირუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა...ეს ხალხი არ ვართ ჩვეენ?! ვინც იხოცება ესე პანტაპუნტით?! ზუსტადაც რომ ეს ხალხი ვართ,ერთმანეთის გარეშე სიციცხლეს რა აზრი აქვს?
დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია ყველასთან,მეგობარი იქნება თუ ნათესავ მეზიბელი! გაიკეთეთ პირბადე ყველგან და ყოველთვის,აიცერიიიით აიცერით აიცერით!!!!!!!! დაიცავით ერთმანეთი სიკვდილისგან.

იარეთ მხოლოდ ისეთ სივრცეებში სადაც ზუსტად იცით რომ ტესტი აქვთ გაკეთებული და თქვენც ნუ მიხვალთ სტუმრად ტესტირების გარეშე, მესმის რომ რთულია მაგრამ ბევრად რთულია მოსმენა ამ სტატისტიკის ყოველ დღე!!!! გული გამეხლიჩა აღარ შემიძლია,რწმენით ვარ რომ სწრაფად დავამარცხებთ ამ ვირუსს თუ ყველა ერთად დავდგებით მიზნის მისაღწევად,პირბადეებით დისტანციით და აცრით!", - წერს ფეისბუქზე ბალანჩივაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა