თეგებით ძიება

"წინ-უკან სირბილში ამომხადა სული და მათემატიკაც თავზე დამახურა" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტრორიას აქვეყნებს:

"ერთი პატარა კუთხის გაახლებისთვის ხელოსანი დამჭირდა. ოთხი დღე ვრეკე, ვერავინ ვნახე, ყველა დაკავებული იყო.
მერე წავედი ელიავაზე და იქიდან გამოვიყოლე ერთი მშრომელი ადამიანი
მივიყვანე და ისიც შეუდგა საქმეს. წადი, არ მოცდე, 3 საათში ამ ყველაფერს მივხედავ და შენც ბევრ რამეს მოასწრებო.
ვაიმე, ისე გამიხარდა… ყველაფერი ჩავაბარე და წავედი… წავედი რა, მანქანამდე მისვლა ვერ მივასწარი, მირეკავს… ცემენტი არ გვეყოფაო
წავედი, მოვუტანე… მერე წებოც გვინდაო, ისიც მოვუტანე… მერე ფილების გადამყვანი უნდა იშოვოო, ისიც მოვიტანე… მერე სპეციალური პერფორატორი დამჭირდებაო, ისიც ვიშოვე და ბოლოს, როგორც იქნა, მორჩა
დგას ახლა და შერლოკ ჰოლმსივით მიყურებს… როგორი ნაცნობი სახე გაქვსო… ახალგაზრდა ექიმს ჰგავხარ, მაგრამ გვარი არ ვიციო…
ნუ, ყველა ჩამომითვალა, ღოღობერიძის გარდა
ბოლოს, დამიანგარიშა… კვადრატულს 30 ლარად ვაკეთებ და რადგან აქ 4 კვადრატული იყოო, გადასახდელი 150 ლარი იქნებაო
ეჰ, რა უნდა მექნა… წინ-უკან სირბილში ამომხადა სული და მათემატიკაც თავზე დამახურა.
პ.ს. სიყვარულით ვწერ
პ.ს. ვზივარ ახლა და YouTube-ზე ვსწავლობ, როგორ გავასწოროთ “ახალგარემონტებული”, - წერს გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა