" 18-19 წლის არიან, რასაც უნდა იმას ათქმევინებენ და დააბრალებენ" - პანკისელები სპეცოპერაციაზე
დღეს, 24 აგვისტოს პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა ადგილობრივები დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ 5 ახალგაზრდა სამართალდამცველებმა მოულოდნელად დააკავეს. ისინი ტერორიზმთან დაკავებულების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ - "წამოყარეს, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება, პირდაპირ თბილისში წაიყვანეს, 18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას ათქმევინებენ და დააბრალებენ" - ამბობენ პანკისელები.
დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
დაკავებულების გადაყვანას ე.წ. მოდულის შენობაში უახლოეს წუთებში ელოდებიან.