თეგებით ძიება

"უნდა გადადგეს გამყრელიძე თავის მუშკეტერებიანად" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს.

"უნდა გადადგეს გამყრელიძე თავის მუშკეტერებიანად, რადგან ისინი არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს პანდემიის მართვისას და სრულად ემორჩილებიან უტვინო პრემიერს, რომელსაც აბსოლუტურად არ ადარდებს ხალხის ამოწყვეტა.

როგროც ჩანს, ბავშვებიც ფეხებზე დაიკიდეს და სწავლა ისევ დისტანციური იქნება. როგორ ჩამოვა გავრცელება 4%-ზე იმ სასაცილო შეზღუდვებით და დაბალი აცრის ტემპით, რაც ახლა გვაქვს? 15 სექტემბრამდე 3 კვირაა დარჩენილი. შემოიღონ სათანადო შეზღუდვები და დავარდება გავრცელებაც და ამოისუნთქავს ჯანდაცვის სექტორიც. მერე სკოლებიც გაიხსნებოდა.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არავინ ფიქრობს პანდემიის რეალურ რეგულირებაზე - არავინ! პოლიტიკური სპექტრი ხომ ნეხვია და იმედია, არჩვენებზე გაეცემათ საკადრისი პასუხი; მაგრამ უტვინო პოლიტიკოსების ჭკუაზე რომ დადის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს კატასტროფაა, რის ფასსაც ჩვენივე სიცოცხლით ვიხდით.

ვიხოცებით არა პანდემიის, არამედ ცუდი პოლიტიკის გამო!", - წერს პატარაია ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 4777 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებითა და სიკვდილიანობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა