თეგებით ძიება

"შორიდან გაცილებ, მამიკო...მაპატიე, საკმარისად რომ ვერ გაფასებდი, მაპატიე, საჭირო სითბოს რომ ვერ გჩუქნიდი" - მწერალ ვაჟა შქარაშვილის ქალიშვილის ემოციური გამოთხოვება მამასთან

კორონავირუსით გარდაცვლილი მწერლის, ვაჟა შაქარაშვილის, ქალიშვილი, მარიამ შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც უცხოეთიდან ეთხოვება მამას.

"შორიდან გაცილებ, მამიკო, ჩემო სიხარულო... შენ ხარ მზე და ჩვენში გაანათებ... და შენ ვერაფერი ჩაგაქრობს.... შენ ხარ ჩემი მზე მამიკო.. სულ რამდენიმე წუთში მიწას მიებარები, მამა... მე კი უცხო მიწიდან გემშვიდობები თან ავე მარიას ვუსმენ.. ცრემლებს ვყლაპავ, ცალი თვალით კი უზარმაზარ მოლბერტს ვუყურებ... რამდენიმე წუთში სულ სხვა მარიამი განაგრძობს სიცოცხლეს, შენი სახელითა და სიამაყით დატვირთული, შენით გაძლიერებული... სულ რამდენიმე წუთში ჩემი თბილი ხელები დახატავენ, შენი ხელები კი უკვე ცივია, აღარ გამათბობენ, თბილ ლოყებზე ვეღარ შეგეხები, ვეღარ ჩამიკრავ გულში... და მე ისევ თავი უნდა ავწიო, საქმე უნდა გავაგრძელო... მერე ვინც უნდა მითხრას, თავი დაბლა დაწიეო, არაფრით დავწევ, არასოდეს... შენ ხარ ჩემი მზე მამიკო, და შენ ხარ ჩვენი მზე, შენ ვეღარაფერი ჩაგაქრობს. მიყვარხარ და მაპატიე, შენს სითბოს რომ ვერ ვუძლებდი, მაპატიე, საკმარისად რომ ვერ გაფასებდი, მაპატიე, საჭირო სითბოს რომ ვერ გჩუქნიდი. შენ მე აღარასოდეს დამირეკავ, მაგრამ ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება, ყოველთვის... ჩემთან იყავი, გიორგისთან და დედიკოსთან იყავი... მიყვარხარ, მამა! მშვიდობით, შეხვედრამდე მარადიულ სასუფეველში.........", - წერს მარიამ შაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა