"სულაც არ გეგმავდა სიკვდილს, ქონდა გეგმები და ოცნებები...ომი გვაქვს შინ და გარეთ" - თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი
Georgian Airways-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელმაც covid-19 რთული ბრძოლის შემდეგ დაამარცხა, სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვალების საკითხს ემოციური პოსტით ეხმაურება:
"79 დან ალბათ ვიღაც ჩემნაერი ბავშვი იყო ცელქი და მაიმუნი, თავისი ისტორია აქვს ცხოვრების, სულაც არ გეგმავდა სიკვდილს, ქონდა გეგმები და ოცნებები, აპირებდა სახლის ყიდვას, შვილიშვილის დაძინებას და ზღაპრის წაკითხვას, ქმართან ერთად შვებულების გატარებას ზღვაზე, იყო ასაკოვანი ან ახალგაზრდა და აქტიური, ყავდა ოჯახი ან იყო მოხეტიალე სული... ან, ან, ან
ჩვენ რა ვიცით? არაფერი... 79 ჩვენს მოქალაქეს დავემშვიდობეთ დღეს...
ჩვენთვის ციფრები და სტატისტიკაა, არადა იმის იქით ადამიანები არიან, რეალურ ომში
ომი გვაქვს შინ და გარეთ
და ვპასიურობთ აცრაში
რეანიმაციაში მინდოდა მეფიქრა ჩემი ცხოვრების ბედნიერ მომენტებზე, ბავშვობა ტივტივდებოდა სულ... ჩემი ბასტი ბუბუ ბავშვობა!
1995 წელი, 11 წლის ვარ, რუს მომღერალ კონკურსანტს ბორჯომის ფესტივალზე ვუვარდები სცენაზე, ოკუპაციას ვუტევ...
ვიდეოს მოწოდებისთვის რეანიმაციაში დიდ მადლობას ვუხდი Tina Chachua Irina Gelashvili Tako Vachadze და მთელ ბასტი ბუბუს.
აცრის მიღმა გზა არ ჩანს", - წერს თამუნა თანდაშვილი ფეისბუქზე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი დაიღუპა და 6177 პაციენტი გამოჯანმრთელდა.