"ბავშვების 99.9%-ში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სატელევიზიო ეთერში ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების აცრა და ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ დავიწყოთ ბავშვების აცრა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების. ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ, ბავშვების 99.9%-ში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა, მაგრამ ხშირად ამ სოციალიზაციის შემდგომ, სკოლა, ბაღი, ბავშვები აგენერირებენ და სახლში მიაქვთ ინფექცია. ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვების ინფიცირების ძირითადი წყარო უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა, რაც შესაძლებელია უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, აუცილებლად მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ. ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილიანობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირება“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.