კორონავირუსით გარდაცვლილ 6 წლის ბავშვს ეპილეფსიური სინდრომი და ცერებლარული დამბლა ჰქონდა
თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 6 წლის გოგონას, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განმარტებით, მცირეწლოვანს ეპილეფსიური სინდრომი და ცერებლარული დამბლა ჰქონდა.
"6 წლის ბავშვი, გოგონა, შემოვიდა კლინიკაში პარასკევს, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მას ბინის პირობებში განუვითარდა ეპილეფსიური გულყრა. ბავშვი დაავადებული იყო ბავშვთა ცერებლარული დამბლით, მას ჰქონდა ფიქსო მოტორული ცეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ასევე ეპილეფსიური სინდრომი, ამ მდგომარეობაში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. შემოსვლისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. შემდეგ განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს ეს ბავშვი გარდაიცვალა", - ამბობს მაია ჩხაიძე.
ცნობისთვის, 6 წლის კოვიდინფიცირებული ბავშვი დღეს გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 545,033 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 488,661 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,329 ადამიანი გარდაიცვალა.