თეგებით ძიება

1 თვე შანე ბრუკის მკვლელობიდან, შსს მკვლელს ამ დრომდე ეძებს

1 თვის წინ, თბილისში საზარელი შემთხვევა მოხდა - 31 წლის ავსტრალიელი ქალი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს.

ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ახლაც, დღესაც ახალი არაფერია და მკვლელი ისევ დაუსჯელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა