თეგებით ძიება
31. 08. 2021 COVID - 19

როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა? - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი, ხოლო 4753 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 31 აგვისტოს მონაცემებით, 549 811 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 493 414 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 408 პაციენტი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა