თენგიზ ცერცვაძე ორსულებს აფრთხილებს
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ დაუყოვნებლივ მოუწოდებს აცრისაკენ.
„ყველა ორსულმა უკლებლივ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუ ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, განსაკუთრებით იმათმა, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადების გამო მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, აი ამ კატეგორიაში გადის ორსულებიც. მათაც პირველ რიგში ყველამ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ დაუჯერონ თუ ვინმე ვაქცინაციის პუნქტში მას ეტყვის, რომ ორსულობის გამო ვაქცინაცია წინააღმდეგ ნაჩვენებია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.