თეგებით ძიება
01. 09. 2021 COVID - 19

"ადამიანებისთვისაც ფსიქოლოგიურად შეღავათი იქნებოდა ერთი დოზით აცრა!” - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ერთხელ აცრაც სარმარისია.

“ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილზე ერთი დოზა რნმ ვაქცინის გაკეთება ფაქტობრივად ჯავშნის ჩაცმას ნიშნავს. რადგან კოვიდგადატანილების იმუნინეტი ისედაც ძლიერია და ერთი დოზა ამ იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს – მაგალითად, საფრანგეთში და გერმანიაში უკვე დიდი ხანია ერთი დოზით ცრიან კოვიდგადატანილებს და ჩვენ იგივე პრაქტიკას რატომ არ მივსდევთ? გადასაყრელი ვაქცინები გვაქვს? ამით ბევრი ვაქცინა დაიზოგებოდა და აცრის რესურსიც! და ადამიანებისთვისაც ფსიქოლოგიურად შეღავათი იქნებოდა ერთი დოზით აცრა!” - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა