ყალბი კოვიდპასპორტების საქმე - 7 ბრალდებულიდან 3 გათავისუფლდა
გუშინ ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული 7 დაკავებულიდან 3 პირი საგამოძიებო უწყებამ გაათავისუფლა. დანარჩენი 4 ბრალდებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება და მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს.
დაკავებული 4 პირიდან 3 დაკავებული ბრალს აღიარებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.