"სამაგიეროდ სკოლების ნაცვლად რესტორნებია ღია“ - ირაკლი ოქრუაშვილი
პოლიტიკოსი ირაკლი ორქუაშვილი სოციალურ ქსელში, სკოლებში დისტანციურად სწავლის დაწყებას ეხმაურება.
„ბავშვობაში ხომ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს და ახლა უარესად შემძულდა. ორ საათიანი სხვაობის გამო დილის 6 საათზე ბავშვების გაღვიძება, უხარისხო ონლაინ სწავლა სამ ოთახში სამი ცალკე კომპიუტერით და ამ უაზრობაში კიდევ “ორი ვაგონი” ფული რომ უნდა ვიხადო.
სამაგიეროდ სკოლების ნაცვლად რესტორნებია ღია“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დისტანიცურად იწყება. ამასთან, ოქტომბრამდე არ იხსენაბ ბაღებიც.