რესტორნების ნაწილი სტუმრების მიღების წესს ცვლის
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რესტორნების ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებენ.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი “შავ ლომში”, “ნინიას ბაღში” ან “ლეილაში” გადაწყვეტს დასვენებას, თან სწრაფი ან PCR ტესტის იმდღევანდელი პასუხი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, დაიშვებიან ის პირებიც, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა აქვს გაკეთებული.
ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას სამივე დაწესებულება ინდივიდუალურად ავრცელებს.
“ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან ‘შავი ლომი’” მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ.
ჯანმრთელობას გისურვებთ”,- აცხადებენ “შავ ლომში”