საქართველოში ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3%-ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა.
აღსანიშნავია, რომ 1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8%-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3%-ს შეადგენს.
2 სექტემბერს აიცრა 23 518 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა[/b]. ბოლო 24 საათის სტატისტიკას გაეცანით [b]აქ.