თეგებით ძიება
03. 09. 2021 COVID - 19

"აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდის შედარებით მძიმე ფორმა..." - თამარ ჟამურაშვილი ახალ კვლევაზე

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ კვლევაზე სოციალურ ქსელში წერს:

"აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდ-ის შედარებით მძიმე ფორმა და სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს!!
29.08.-ში დაიდო ახალი კვლევის preprint-ვერსია.
მონაწილეობა მიიღო ამერიკის 250ზე მეტმა კლინიკამ
გამოკვლეულ იქნენ 37 000-ზე მეტი 18-ზე უფროსი ასაკის კოვიდ-პაციენტები.
კვლევა ჩატარდა 01.01-დან 30.06.21-მდე და ეს ნიშნავს რომ დელტა-შტამის მონაცემებიც მოიცვა.

დასკვნა: 18 წელზე უფროს პოპულაციაში აუცრელებს საშუალოდ 17-ჯერ უფრო ხშირად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე აცრილებს ანუ 17ჯერ უფრო ხშირი იყო მძიმე ფორმის კოვიდ-ი აუცრელებში ვიდრე აცრილებში!

დავყოთ ასაკობრივ ჯგუფებად, რადგან ბოლო დღეებში სრულიად ერი ლაპარაკობს იზრაელის ერთ-ერთ კვლევაზე, რომელმაც 50 წ-ზე ახალგაზრდა ხალხში აცრილებსა და აუცრელებს შორის დიდი სხვაობა ვერ ნახა.

18-49 წწ. >>23-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
50-64 წწ.>> 22-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
65წ >> 13-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში

ჩემი კომენტარი: ახალგაზრდებს ისევე როგორც ასაკოვნებს სჭირდებათ ვაქცინაცია!!

შენიშვნა: არ მიმაჩნია სწორად ასეთ ფართო საზოგადოებაში მეცნიერული კვლევების განხილვა, თუმცა აუარება განაწყენებული კომენტარი დაიწერა და ბევრმა იფიქრა ინფორმაციას გვიმალავენო... პრობლემა ის არის, რომ ბევრი ურთიერთ გამომრიცხავი კვლევები დაიდება, სანამ საბოლოოდ გაიფილტრება და ჭეშმარიტება დადგინდება. ამის გარჩევა იმ ხალხისთვის, ვინც კვლევებს რეგულარულად არ კითხულობს, შეუძლებელია.
თუმცა არც ის მიმაჩნია სამართლიანად მავანნმა მხოლოდ საკუთარი აზრის დამადასტურებელი მონაცემები მოგაწოდოთ და დაგაჯეროთ სხვები "კეთილშობილურად გატყუებენო".
ასე რომ რადგან ერი კვლევებს ითხოვს, რა პრობლემაა, დღეიდან განვიხილოთ ყველა ახალი, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი კვლევა...
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია - გვიცავს!!
ჯანმრთელობა ყველას!!!", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სტატისტიკას გაეცანით აქ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა