თეგებით ძიება
03. 09. 2021 COVID - 19

თამარ გაბუნია - დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში

კვლავ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში.

"ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეხეება ასაკობრივ სტრუქტურას - გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება ერთეულია. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნებია სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკებში“,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სტატისტიკას გაეცანით აქ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა