"ნუ წერთ, რომ შეშინებული ადამიანი უნდა მოკვდეს... ამ ვირუსზე საზიზღარი არის მისი შიში" - კოვიდინფიცირებული ნიკა გრიგოლია მიმართვას ავრცელებს
მსახიობი და ტელეწამყვანი, ნიკა გრიგოლია, რომელიც კოვიდინფექციით კლინიკაში მკურნალოსბ, ანტივაქსერებსა და კოვიდვაქცინირებულ ადამიანებს სოციალურ ქსელში მიმართავს:
"თქვენ რა იფიქრეთ?
მე ისე უბრალოდ წამოვწექი.
რავიცი როდის მომიწევს და ვემზადები. ვრეპეტიციობ.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მეგობრებო.
ამ ვირუსზე საზიზღარი არის მისი შიში.
თუ პანიკის და შეშინებული ანტივაქსერების დახოცვის ფაშისტური სურვილის ნაცვლად ცოტა ადამიანურად მოვიქცევით, ესეც ძალიან კარგი იქნება, როგორც სომალელი მეცნიერები ამბობენ.
კარგა ხნის აცრილ დაბაბანებული ვარ და თუ ვინმეს რამე შიშს მოგიხსნით თქვენთან ერთად კიდევ გავიკეთებ ნებისმიერ ვაქცინას.
ოღონდ აცრილები ყ@@@ბად ნუ გადავიქცევით.
ოღონდ ნაბიჭვარი ფაშისტები ნუ ვიქნებით.
ათობით ადამიანს დაგისახელებთ, რომლებსაც ვაქცინის შიში ქონდათ და ახლა აცრილები არიან ჩემი მეგობრული მუსაიფის შედეგად. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ადამიანს ეხმარები რომ არ ეშინოდეს.
ხო და ნუ ეჯიბრებით ერთმანეთს იმის ყვირილში რომ შეშინებული ადამიანი მკვლელია, ნუ წერთ რომ შეშინებული ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ყველა ერთად უნდა გამოიკეტონ და დაიწვან.
ასე შედეგი ვერ იდება. პირიქით.. ასე მგონია რომ თვითონ ვემსგავსებით ფაშისტ ნაბიჭვრებს, რომლებსაც რამის ახსნას, ურჩევნიათ ტრენდულად მარტივი კივილით შეეჯიბრონ ერთმანეთს სხვის კიდევ უფრო დაშინებაში.
აქვე მადლობა ლამაზებს რომ ერთი თვის ვაქცინირებული გახლავართ", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სრულ სტატისტიკას გაეცანით აქ.