დავქორწინდეთ, კარგია, ბევრი შვილი გავაჩინოთ, მაგრამ მერე გადავიხადოთ ქორწილი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას ქორწილის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"არ გადავიხადოთ [ქორწილი]. დავქორწინდეთ, კარგია, ბევრი შვილი გავაჩინოთ, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს და როცა ჩაივლის ეს პანდემია, მერე გადავიხადოთ ეს ქორწილები", - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სრულ სტატისტიკას გაეცანით აქ.