თეგებით ძიება
03. 09. 2021 COVID - 19

"სიკვდილიანობის მაჩვენებელით ჟონგლიორობაც დანაშაულია" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი კოვიდგარდაცვალების სტატისტიკით მანიპულაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"სიკვდილიანობის მაჩვენებელით ჟონგლიორობაც დანაშაულია
გერმანიას აქვს 1,1% სიკვდილიანობა და ინდოეთს 0,7%.
რომელს უფრო აწყობილი მედიცინა აქვს?
ნორმალურ, ადამიანურ სისიტემაში გარდაცვლილთა უმეტესობაა ღრმად მოხუცი.
საკუთარი ქვეყნის სიკვდილიანობის მაჩვენებლით მანიპულირება
ესაა საშინელი სიბინძურე", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სრულ სტატისტიკას გაეცანით აქ.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა