თეგებით ძიება

კენკრის დესერტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

ჟოლო - 400 გ
მოცვი - 200 გ
არაჟანი - 800 გ
შაქარი - 1 სკ
წყალი - 100 მლ
ჟელატინი - 30 გ
ვანილის შაქარი - 8 გ

მომზადების წესები:

ჯელატინი დაალბეთ წყალში (იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე დაწერილი ინსტრუქციით).

არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. კარგად ამოურიეთ და დატოვეთ 5 წუთით.

ჟელატინიანი ჯამი დადგით ორთქლის აბაზანაზე. რომ გადნება, დაუმატეთ არაჟანს და ამოურიეთ. დაუმატეთ ჟოლოსა და მოცვის ნაწილი, ამოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. დარჩენილი კენკრით დესერტის თავი გააფორმეთ.

შედგით მაცივარში 3-4 საათით, ამოიღეთ ფორმიდან და გემრიელად მიირთვით!

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა