თეგებით ძიება
05. 09. 2021 COVID - 19

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 314 104 აცრაა ჩატარებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 362 608 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.4%; სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 16.7%.

4 სექტემბერს 22 733 ადამიანი აიცრა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა