კორონავირუსის გავრცელების გამო, სენაკში "არქიმედეს" კლინიკა დაიხურა
სენაკში, "არქიმედეს" კლინიკაში პაციენტებისა და მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, საავადმყოფო დაიხურა.
გავრცელებული ინფორმაციით პაციენტი, რომელსაც საავადმყოფოში შეყვანის დროს ტესტირება სწრაფი ტესტით ჩაუტარდა ვირუსი არ დაუდასტურდა ,შესაბამისად მისი იზოლირება არ მოხდა, რაც სხვა იქ მყოფი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი გახდა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ვირუსი კლინიკაში დაინფიცირებული ექთნისგან გავრცელდა.
კლინიკაში კი უარყოფენ ვირუსის პერსონალისგან გავრცელების შესაძლებლობას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.
mtavari.tv