თეგებით ძიება
05. 09. 2021 COVID - 19

სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი - ამირან გამყრელიძე

უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძენ "რუსთავი2"-თან საუბარში განაცხადა.

გამყრრლიძემ პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სასწავლო პროცესი განახლდეს და უშუალოდ საკლასო ოთახებში გადაინაცვლოს.

"სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რო მძიმე ეპიდვითარების გამო, საქართველოში 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად დაიწყება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 564,837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,806 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 514,768 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა