თეგებით ძიება
05. 09. 2021 COVID - 19

3 კოვიდინფიცირებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

საქართველოში კოვიდინფიცირებული 3 ჩვილის ჯანმრთელობის მგდომარეობა მძიმეა. ერთი მათგანი თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო ტყუპები ქუთაისის კლინიკა „ბომონდშია“ გადაყვანილი. მიუხედავად ამისა, სამივე შემთხვევაში, დინამიკა მცირედითაა გაუმჯობესებული.

„ამ ეტაპისთვის, კლინიკაში ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კლინიკას პაციენტების მიღების საშუალება აქვს. 150-მდე პაციენტი მკურნალობს. მათი ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის ან მსუბუქია. მხოლოდ ერთია უკიდურესად მძიმე, რომელიც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა, მისი მდგომარეობაც, მცირედ, გაუმჯობესებულია“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმი, დავით რეხვიაშვილი.

„წუხელ პირველი ღამე იყო, როცა, შედარებით, სტაბილურობა ჰქონდათ, თუმცა, ძალიან ხისტ პარამეტრებზე ვართ. ისევ რჩებიან აპარატზე. არიან უმძიმესები, თუმცა, წინა დღეების მსგავსი მუდმივი ჩარევები არ გვქონია“, - განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ბარათაშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა