"მსოფლიოში პირველები ვართ სიკვდილიანობით" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მსოფლიოში პირველები ვართ სიკვდილიანობით [20.86 ადამიანი გვიკვდება მილიონ მოსახლეზე გადათვლით, 7 დღის საშუალო].
პირველ გრაფიკზე ხედავთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში სიკვდილიანობის, ხოლო მეორე გრაფიკზე - ინფიცირების თვალსაზრისით. დამატებულია ინდოეთი, იტალია და ისრაელი, როგორც ჩვენთან ყველაზე ხშირად ნახსენები ქვეყნები. (რატომაა ისრაელში დაბალი სიკვდილიანობა მაღალი ინფიცირების მიუხედავად, დავდებ კომენტარში.)
ბოლოში ცხრილის სახითაა ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მსოფლიო ათეული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 564,837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,806 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 514,768 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.