თეგებით ძიება
05. 09. 2021 COVID - 19

ცარიელი საწოლი 1 საათითაც კი არ გვაქვს - ლევან რატიანი

კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს, ცარიელი საწოლი 1 საათითაც კი არ გვაქვს - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორიმა, ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს, თუ ვინმეს ვწერთ, ყოველდღე 20-25 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება კლინიკიდან, მაგრამ მიღებაც ასევე ხდება. ცარიელი საწოლი 1 საათითაც კი არ გვაქვს. მართალია, შემთხვევების რაოდენობა არ არის სახარბიელო, ძალიან ცუდია, მაგრამ უამრავი მიზეზი არსებობს რატომაა ლეტალობის ინდექსი ძალიან მაღალი. ბევრი ინფიცირებული გვყავს, რომელცი პირდაპირპროპორციულ კავშირში არიან დამძიმებასთან", - ამბობს ლევან რატიანი.

ამ დროისთვის კლინიკაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რატიანის თქმით, ყველაფერი კეთდება პაციენტების გადასარჩენად, თუმცა ლეტალობის ინდექსი მაინც მაღალია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 564,837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,806 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 514,768 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა