თეგებით ძიება

ამოღებულია 1 596 ერთეული უაქციზო ელექტრო სიგარეტი - დაკავებულია 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 596 ერთეული უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 880 ლარს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ახორციელებდა HQD-ს დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა