თეგებით ძიება
06. 09. 2021 COVID - 19

"ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“ - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია.

„გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებაში ორი-სამი კვირით. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 4 905 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა