"თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას.
„ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები – დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 4 905 პირი გამოჯანმრთელდა.