თეგებით ძიება
06. 09. 2021 COVID - 19

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდისთვის იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის იქნება შესაძლებელი შეზღუდვები მოიხსნას.

„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით.

როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 1- ელ სექტემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება, თავდაპირველად შეზღუდვა 4 სექტემბრამდე იყო დაწესებული.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა