თეგებით ძიება
06. 09. 2021 COVID - 19

"ნიღბის რეგულარული ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის საზოგადოებაში ცირკულირების რისკს" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"იელის და სტენფორდის უნივერსიტეტების მიერ ბანგლადეშში ჩატარებულმა რანდომიზირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიღბის რეგულარული ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის საზოგადოებაში ცირკულირების რისკს.

კვლევა 350000 ადამიანზეა ჩატარებული.

ამავე კვლევიდან ირკვევა რომ ქირურგიული ნიღაბი (ქაღალდის მასალისგან, რომელსაც აფთიაქებში შეიძენთ) ბევრად უკეთ იცავს ვიდრე ნაჭრის.
ატარეთ ნიღაბი სწორად და დაიცავით ადამიანები სიკვდილისგან", - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 4 905 პირი გამოჯანმრთელდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა