"გადაბრალების ჟამიც დამდგრა...რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში?" - თამარ ჟამურაშვილი ეპიდემიოლოგებს
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ეპიდემიოლოგებს საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე პასუხს სთხოვს:
"გადაბრალების ჟამიც დამდგრა...
ერთადერთი კითვა მაქვს, რატომ არ ითქვა ეს სიტყვები ივნისში?
რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში?
ის, რასაც მე-4 ტალღა გვიქადდა, წესით ყველა ექიმს უნდა სცოდნოდა წინასწარ (ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოწერილ "ექიმების ღია წერილში"), რატომ დავუთმეთ ასპარეზი პოლიტიკას და რატომ გავდექით განზე?
ივნისში რეგულაციები რომ არ შემსუბუქებულიყო, მე-4 ტალღა სექტემბერში დაგვიდგებოდა, ისევე როგორც გერმანიაში და მანამდე უფრო მეტი აცრილიც გვეყოლებოდა...
მე-4 ტალღა მთავრდება, ეხლა რისთვის და ვისთვის ეს დაგვიანებული აღიარება?", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 4 905 პირი გამოჯანმრთელდა.