თეგებით ძიება

სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მის საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე, იგი გამართლდა პირველ ინსტანციაშიც.

"ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების განახლებას პოლიტიზირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.

კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა